მორიგი გოლი კორეაში - ყაზაიშვილმა გაიტანა, „ულსანი“ ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეაში მორიგი გოლი გაიტანა და „ულსანს“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

„კ“ ლიგის (სამხრეთ კორეის ჩემპიონატის) მე-9 ტურში „ულსანმა“ „დეგუს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ვაკო ყაზაიშვილი, ტრადიციულად, მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

დამაჯერებელი სხვაობით მოგების მიუხედავად, ქართველის გუნდს ძალიან გაუჭირდა და მდევრის როლში იყო. მე-7 წუთზე ანგარიში სტუმართა მოთამაშე ზეკამ ანგარიში პენალტით გახსნა. 54-ე წუთზე ამანომ წონასწორობა აღადგინა, ხოლო გუნდი 77-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი უმ ვონ-სანგიმ 90+2-ე წუთზე დააფიქსირა – „ულსანმა“ 3:1 მოიგო.

სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გამართული მე-9 ტურის შემდეგ „ულსანმა“ 23 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერობა შეინარჩუნა. ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა 9 ტურის შემდეგ 2 გოლი გაიტანა.