ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება

ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი ახალციხეშიც აღნიშნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომის ობელისკი და ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამ ვეტერანს მთავრობისგან 1000 ლარი და თვითმმართველობისგან საჩუქრები გადაეცემათ, ასევე გაეწიათ ერთჯერადი ფულადი 700-ლარიანი დახმარება.

მოამბე