ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავი

დღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ომმა საქართველოზე უმძიმესი კვალი დატოვა – ჩვენმა ქვეყანამ 300 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა.  ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას დილიდან პატივს მიაგებენ მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

მოამბე

დატოვე კომენტარი