ფარული ჩანაწერების პროცესი

გვიან ღამემდე მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ჩანაწერების საქმის განხილვა.

წინა სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და სწორედ ბრალდების მიერ ამ შუამდგომლობის დაყენებას, სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებოდნენ. უფლებადამცველების ნაწილმა შუამდგომლობა დააყენა, ბრალდებულთა მიმართ დევნის შეწყვეტაზე, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობებთან ერთად პროცესზე, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი, მტკიცებულებების დასაშვებობაზე. წინა სხდომაზე მოსამართლემ გადაწყვიტა საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა-გავრცელებაზე 19 ადამიანია ბრალდებული.