ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების გაცნობის მიზნით, ჩხოროწყუში შეხვედრები გაიმართა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური განადგურების მეთოდების გაცნობის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს, ზამთრის დადგომამდე მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობაზე, რომ ტემპერატურის კლებასთან ერთად, მინიმუმამდე შემცირდეს მავნებლის მიგრირება საცხოვრებელ სახლებში.
სპეციალისტებმა მაგალითისთვის საკარმიდამო ნაკვეთში ფერომონიანი ბადე დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობითაც მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით განადგურება ხდება. სულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1300-მდე ფერომონია დამონტაჟებული. პარალელურად, გრძელდება სოფლის ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავების პროცესი.