მკვლელობა ჩხოროწყუში

18:40, 24.08.2021

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში გვიან ღამით 22 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს. მკვლელობის მიზეზად პირადი უთანხმოება სახელდება. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 27 წლის კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

 

მსგავსი