სტიქია ჩხოროწყუში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები. დაზიანებულია შიდა საუბნო გზები. რამდენიმე ადგილას ჩამოწოლილია მეწყერი. ასევე მეწყრის შედეგად სოფელ ლეწურწუმეში ნაწილობრივ ჩამოშლილია სასაფლაო. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი რაოდენობა უცნობია. მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.