აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში.
წამლობა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ტარდება – ჯამში 600 ჰა ფართობზე. პარალელურად თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით ტარდება წერტილოვანი შეწამვლა ცივი შესხურების მეთოდით. სპეციალისტების თქმით, აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწიდებს ყველას, საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიებზე მავნებელთან ბრძოლა მექანიკური მეთოდების გამოყენებით განახორციელონ.