ინფრასტრუქტურული პროექტები

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. პროექტი ითვალისწინებდა გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს. ასევე, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და ტყიბულის მერმა დაათვალიერეს.