ეზიდთა თემი „კლოჩე სარე სალეს“ დღესასწაულს აღნიშნავს.
„კლოჩე სარე სალე“ განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა. ამ დღესასწაულს ეზიდები მარტში რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ტრადიციული საოჯახო რიტუალით აღნიშნავენ, აცხობენ ერთ დიდ ნამცხვარს და ბევრ პატარა ქადას. წლევანდელი დღესასწაული პანდემიის გამო მრევლის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.