განსაკუთრებული საჩუქრები ქეთი მატაბელისგან

სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღე, ბრწყინვალე დღესასწაულის განსაკუთრებული ემოციები ქეთი მატაბელის შემოქმედებაში. დღევანდელი დღის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოს, აღდგომის კვერცხს, ხელოვანის ოჯახში განსაკუთრებული ფერი აქვს. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია, არც ერთი ხაზი არ მეორდება, განსხვავებულია ფერთა გამაც, – თუმცა საერთოა შთაგონება, რომ სიკეთეს ბოროტება ვერასოდეს მოერევა.