ევროვიზიის ქართველი კონკურსანტების კლიპის პრემიერა - დღეს, 18:30-ზე, პირველი არხის ეთერში
ევროვიზიის ქართველი მონაწილეების საკონკურსო სიმღერისა და კლიპის წარდგენა, – პრემიერა, პირველი არხის ეთერში დღეს 18:30 საათზე, საინფორმაციო გამოშვება #მოამბის დასრულებისთანავე გაიმართება.
საქართველოს ევროკონკურსზე ჯაზ-ბენდი “ირიაო” სიმღერით – “შენი გულისთვის”, 10 მაისს წარადგენს.
სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება – მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.
ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად, რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა, საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში “ირიაოს” წევრებთან ერთად, ანსამბლ “ერისიონის” მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. ასევე, კლიპი ხვალ ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.