ევროვიზიის ქართველი კონკურსანტების კლიპის პრემიერა - დღეს, 18:30-ზე, პირველი არხის ეთერში

ევროვიზიის ქართველი მონაწილეების საკონკურსო სიმღერისა და კლიპის წარდგენა, –  პრემიერა, პირველი არხის ეთერში დღეს 18:30 საათზე, საინფორმაციო გამოშვება #მოამბის  დასრულებისთანავე გაიმართება.

საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზ-ბენდი “ირიაო”  სიმღერით – “შენი გულისთვის”,  10 მაისს წარადგენს.

სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება – მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად, რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა, საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში “ირიაოს” წევრებთან ერთად, ანსამბლ “ერისიონის” მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. ასევე, კლიპი ხვალ ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზეც აიტვირთება.