მარიამ მამადაშვილს მალე მაყურებელი პოპულარულ ამერიკულ სერიალში იხილავს.
2016 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი გამარჯვებულის მონაწილეობით სურათის პრემიერა 16 მარტს შედგება. საუბარია სერიალზე სახელწოდებით,
„შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ.“ მარიამ მამადაშვილი ეპიზოდურ როლს თამაშობს. ფილიპ როთის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დრამატული მინი-სერიალი შეერთებული შტატების ალტერნატიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.