ნუცა ბუზალაძეს დღეს განსაკუთრებული გულშემატკივრობა სჭირდება.
დაახლოებით ერთ საათში ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში ქართველი კონკურსანტი მე-11 ნომრად წარდგება. საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე მასპინძლობს. დღეს გახდება ცნობილი, გადავა თუ არა საქართველოს წარმომადგენელი ფინალში. fire fighter – ასე ჰქვია საკონკურსო სიმღერას. კონკურსის დაწყებამდე ხმის მიცემა მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არის შესაძლებელი.
მეორე ნახევარფინალური ტური ზუსტად 23:00 საათზე დაიწყება, ნუცა ბუზალაძე კი მაყურებლის წინაშე 12 საათსა და 20 წუთზე წარდგება. ევროვიზია 2024-ის პირდაპირ ტელერეპორტაჟს „მალმო არენადან“ ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
„მოამბე“ შვედეთის ქალაქ მალმედან