შვეიცარია ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ნემომ სიმღერით The Code 591 მიიღო. შესაბამისად, კონკურსის მომავალი მასპინძელი შვეიცარია იქნება. სწორედ გამარჯვებულს ერგო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოდანაც. კონკურსის წესების მიხედვით, ფინალურ შოუზე, ხალხთან ერთად, ხმის მიცემაში ჟიურიც მონაწილეობდა.
საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ 21-ე ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია მაყურებელს საქართველოს პირველმა არხმა შესთავაზა.