ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს 23:00 საათზე გაიმართება. მაყურებლის წინაშე 16 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგებიან, – მათ შორის ნუცა ბუზალაძე. ხმის მიცემა დაწყებულია და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს.
ევროვიზიის ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ. მარიკა შალიკაშვილი დეტალებით.