ევროვიზია 2023-ის გამარჯვებული შვედეთი გახდა. საფინალო კონცერტზე შვედმა Loreen-მა სიმღერა Tattoo შეასრულა, რომელმაც ჯამში 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც სწორედ შვედეთი იქნება. აღსანიშნავია, რომ Loreen ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული მეორედ გახდა. მან პირველი გამარჯვება 2012 წელს მოიპოვა. საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება, 12 ქულა – ბელგიას ერგო, რომელიც მეშვიდე ადგილზე გავიდა.