ევროვიზია 2023 – ქართველი კონკურსანტი სასცენო დადგმაზე მუშაობს

15:35, 29.03.2023

ევროვიზია 2023-ის ქართველი კონკურსანტი ბარსელონადან დაბრუნდა და სასცენო დადგმაზე მუშაობა დაიწყო. საქართველოში იმყოფებიან სცენოგრაფიის ცნობილი ავსტრიელი რეჟისორი მარვინ დიტმანი და ქორეოგრაფი მარი სოფი კრაისლერი, რომლებიც ირუ ხეჩანოვის საკონკურსო ნომრის დადგმაზე უკვე მუშაობენ. მარვინ დიტმანს წლების განმავლობაში მსოფლიოს 27 ქვეყანაში 250-ზე მეტი სატელევიზიო შოუ აქვს მომზადებული, ასევე ის არის მრავალი სატელევიზიო შოუს, მუსიკალური ვიდეოს, საკონცერტო ტურის, დადგმისა და ფილმის პროდიუსერი.

ევროვიზია

 

მსგავსი