„ევროვიზია-2023“ - ხმა მიეცი საქართველოს

დღეს, 11 მაისს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი მე-11 ნომრად წარდგება. ევროვიზია 2023 თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება, ხოლო ხმის მიცემა 1. 20 წუთით გვიან. საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. 16 კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ, ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება სატელეფონო ზარის ან შეტყობინების საშუალებით, ამისთვის კი საჭიროა უყუროთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით. ტელეეკრანებზე გამოჩნდება ნომერი, რომლის ბოლოსაც უნდა აკრიფოთ 11, რაც ნიშნავს, რომ ზარს ახორციელებთ ან სმს-ს გზავნით საქართველოს წარმომადგენლის მხარდასაჭერად.

ევროვიზია

ხმა მიეცი საქართველოს – ირუ ევროვიზიაზე 11 მაისს მე-11 ნომრად იმღერებს