„ევროვიზია 2023“-ის ქართველი მონაწილე ლივერპულში გაემგზავრა

 „ევროვიზია 2023“-ის ქართველი მონაწილე ლივერპულში გაემგზავრა. დღეიდან ის უკვე დიდ სცენაზე დაიწყებს რეპეტიციებს. ირუ ხეჩანოვი მაყურებლის წინაშე 11 მაისს ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს.

13 მაისს გაიმართება „ევროვიზია 2023“-ის ფინალი, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 2023 წლის ევროვიზიაზე 37 ქვეყანა მონაწილეობს.

ევროვიზია