უკრაინისადმი მხარდაჭერა მსოფლიომ ევროვიზიის კონკურსზეც გამოხატა. 631 ქულით პირველ ადგილზე სწორედ უკრაინის წარმომადგენელი გავიდა, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უმაღლესი ქულა მიანიჭა. მიუხედავად ამისა, პირდაპირ ეთერში გამოცხადებული ქულები არ ასახავდა იმ მონაცემებს, რაც ჟიურიმ ნოტარიულად დამოწმებული კონკურსის ორგანიზატორებს გადაუგზავნა. ჟიურის წევრი, ასევე საქართველოს დელეგაციის წევრები აცხადებენ, რომ 12 ქულა ჟიურიმ არა დიდ ბრიტანეთს, არამედ უკრაინას მიანიჭა და ის რაც პირდაპირ ეთერში მოხდა, მათთვის ამ დრომდე აუხსნელია.
ანალოგიური პრობლემა შეექმნა სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის აზერბაიჯანს, რომელმაც საკითხის მოკვლევა უკვე დაიწყო.