ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები.
„ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები არის უკანონო და არალეგიტიმური. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, ეს ე.წ. არჩევნები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას და ხალხის გაერთიანების ნაცვლად, მხოლოდ უფრო მეტად ჰყოფს მათ. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავგმოთ ეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს საქართველოში ჩამოსვლას გეგმავენ. მათი ვიზიტი ქვეყანაში სადამკვირვებლო პროცედურის ფარგლებში განხორციელდება.