ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნა

სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა შერჩევის პროცესი კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ხვდება. ოდირის შემდეგ იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები აფასებენ.

დასკვნა არაერთ შენიშვნას მოიცავს: მონიტორებს კითხვები აქვთ კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების, ასევე, ინტერესთა კონფლიქტის და გამჭვირვალობის კუთხით. ანგარიშის ავტორების რეკომენდაციაა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეირჩნენ.

ახალ დასკვნას ჯერ არ გამოხმაურებია იუსტიციის საბჭო, რომელმაც თავის დროზე ოდირის შენიშვნებს კონტრშენიშვნებით უპასუხა.

დატოვე კომენტარი