ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებენ.

ათი დღის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრები – ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი აღნიშნავენ, რომ ამ პროცესის ხარვეზებზე აღნიშნულია სახალხო დამცველის, ეუთოს და სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებში. მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადამეტებულ უფლებებზე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე და ასევე, იმ კანდიდატების კვალიფიკაციაზე და ინტერესთა კონფლიქტზე რომლებიც იუსტიციის საბჭომ შეარჩია.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების დასკვნაში ასევე წერია, რომ ხარვეზის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა თუ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას გაითვალისწინებდა. ისინი პარლამენტს მოუწოდებენ, კანდიდატებთან დაკავშირებით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს. ასევე, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის აუცილებელი მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა. დარჩენილი ადგილების დაკომპლექტება კი 2020 წლის არჩევნების შემდეგ მოხდეს. ამ დასკვნისთვის იუსტიციის საბჭოს წევრებს არ უპასუხიათ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის ვერდიქტი, რომელიც მათი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში არ იქნებოდა.

მმართველ გუნდში კრიტიკულ შეფასებებს ეცნობიან და აცხადებენ, რომ მათი მიზანი არა არის ვაკანტური ადგილების კონკრეტული რაოდენობით შევსება.