ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრს კორუფციაში ადანაშაულებენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრს კორუფციაში ადანაშაულებენ.
დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის მიერ შედგენილ ანგარიშში ევროპის სახალხო პარტიის ყოფილი წევრები ფიგურირებენ. ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ დოკუმენტში ნახსენები პოლიტიკოსები აზერბაიჯანის ინტერესების ლობირებისთვის, სავარაუდოდ, ქრთამს იღებდნენ. მათ შორის არის სახალხო პარტიის ყოფილი წევრი ესპანელი პედრო აგრამუნტი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან აზერბაიჯანის ინტერესების ლობირება თვალსაჩინოა. 220-გვერდიან დოკუმენტში მოხვდა იტალიელი პოლიტიკოსი ლუკა ვოლონტეც. ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება 2016 წელს დაიწყო. მას აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან ორი მილიონი დოლარის მიღებაში ადანაშაულებენ.