ევროპის საბჭოს მინისტერიალი

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, შესაძლოა ხმის უფლება დაიბრუნოს.

ამ შანსს მოსკოვს ჰელსინკიში მიღებული გადაწყვეტილება აძლევს, რომელსაც მხარი მხოლოდ საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა არ დაუჭირეს. საუბარია ჰელსინკის მინისტერიალის განცხადებაზე, რომლის მიხედვით ევროსაბჭოს ყველა წევრს, ორგანიზაციაში თანაბარი უფლებებით მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს.

მინისტერიალის მონაწილეები არ უარყოფენ, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება რუსეთს, რომელიც ხმის უფლების ჩამორთმევის შემდეგ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოში საწევროს აღარ იხდის და სტრასბურგში არც საკუთარ დელეგაციას გზავნის.

საქართველოსთან ერთად გადაწყვეტილებას მწვავე რეაქციები მოჰყვა უკრაინული დელეგაციისგანაც, სადაც განცხადება სამარცხვინოდ ფასდება. სწორედ ყირიმის ანექსიის გამო დაკარგა რუსეთმა 2015 წელს ევროსაბჭოში ხმის უფლება, რომლის აღდგენას მოსკოვი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს. ახლა საბოლოო სიტყვა საპარლამენტო ასამბლეამ უნდა თქვას.

სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რჩება თუ არა რაიმე ბერკეტი რუსეთისთვის ოთხი წლის წინ დაწესებული სანქციების შესანარჩუნებლად, – ჩართვა ჰელსინკიდან.