ევროპის საბჭოს მინისტერიალი

დაუბრუნდება თუ არა რუსეთს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობისა და ხმის უფლება, – საგარეო საქმეთა მინისტრებმა წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, განცხადება მიიღეს.

ამ გადაწყვეტილებას საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს. აუცილებელია, ევროპის საბჭო დარჩეს პრინციპების ერთგული და ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, მოეთხოვოთ პასუხი, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრები მიიჩნევენ, რომ ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში თანაბარი უფლებების საფუძველზე მონაწილეობის შესაძლებლობა. მინისტრები მიესალმებიან საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში, ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაციის მონაწილეობის შესაძლებლობას. ამის გარდა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყველა წევრის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება, ბიუჯეტში საწევროს გადახდაა.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.