ევროსაბჭოს კონგრესის წევრები საოკუპაციო ხაზთან 

უკანონო დაკავებებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებას, ადგილიდან ეხმაურებიან ევროსაბჭოს კონგრესის წევრები.  საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენლები დღეს სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ.

კონგრესის პრეზიდენტმა ის ტერიტორია დაათვალიერა, რომლის სიახლოვესაც საოკუპაციო ძალების სათვალთვალო საგუშაგოა განთავსებული. დელეგაციის წევრები, საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფლებში მცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.