უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს გეგმა, რომლითაც მმართველ გუნდს ევროკომისიისგან მიღებული ახალი საშინაო დავალების შესრულება ესახება.
ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად მომზადებულ დოკუმენტს ახლა ბრიუსელში ეცნობიან. მთავრობის მიერ დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას პოლიტიკური სპექტრი განსაკუთრებული ინტერესით ელოდება. სწორედ მისი გასაჯაროების შემდეგ გაირკვევა, გაითვალისწინებს თუ არა ოპოზიცია ევროკომისიის მოწოდებას და ჩაერთვება თუ არა ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო პროცესში. სასამართლო რეფორმა, მოახლოებული არჩევნები, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – უკვე ცნობილია, რომ 9-პუნქტიან გეგმაში გაწერილი სამუშაოების ნაწილი პარლამენტში უნდა ჩატარდეს. ამიტომ, 12 პუნქტის მსგავსად, საკანონმდებლო ორგანო ამჯერადაც მოვლენების ეპიცენტრში იქნება. სამოქმედო გეგმა სამუშაო ჯგუფების შექმნასაც გულისხმობს, დაკონკრეტებულია რეფორმების მიღების თარიღებიც.
თეონა მანაგაძე გვეტყვის, მოხერხდება თუ არა ამჯერად მაინც მმართველი პარტიის და ოპოზიციის სრული შემადგენლობის თანამშრომლობა.