ოპოზიციურ ფლანგზე გადაჯგუფების პროცესი გრძელდება. დიდი ალბათობით არჩევნებში ოპოზიცია სამი ალიანსით მიიღებს მონაწილეობას.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებული „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის მოწოდებების მიუხედავად, „ლელოს“ და გახარიას პარტიის გზები, სავარაუდოდ, არ გადაიკვეთება. თავად გახარიამ ცოტა ხნის წინ მამუკა ხაზარაძის პარტიასთან თანამშრომლობის ალბათობა დაუშვა, მაგრამ ფაქტია, რომ „ლელომ“ წინასაარჩევნოდ პარტნიორებად მხოლოდ ანა დოლიძის პარტია და ახლად შექმნილი მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ შეარჩია. ბლოკების აკრძალვის და 5%-იანი ბარიერის პირობებში ოპოზიციის მთავარი ამოცანა ოპოზიციური ხმების დაკარგვის საფრთხის მინიმუმამდე დაყვანა და დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების თუ ალიანსების მიერ ბარიერის გადალახვაა.
თათია მაყაშვილი არკვევდა, ოპოზიციის გაერთიანების იდეის ჩავარდნის შემდეგ რა სტრატეგიით ერთვებიან ხელისუფლების ოპონენტები წინასაარჩევნო რბოლაში.