პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და აფხაზთა კრების თავმჯდომარემ, მალხაზ პატარაიამ საცხოვრისით დევნილთა უზრუნველყოფის საკითხზე ბრიფინგი გამართეს. ბესიკ დონაძის განცხადებით, სახელმწიფომ მარტისა და აპრილის თვეებში რიყის დოქებისა და წყნეთის სამთავრობო აგარაკების პრივატიზაციის შედეგად, 56 950 000 ლარის შემოსავალი მიიღო.
პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, ეს თანხა სრულად მოხმარდეს დევნილების საცხოვრისებით უზრუნველყოფას. პარტიაში ამბობენ, რომ ამ თანხით შესაძლებელი იქნება მინიმუმ 1000-მდე დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება. მათი განცხადებით, სახელმწიფო საკუთრების გაყიდვით მიღებული შემოსავლები უნდა ხმარდებოდეს სწორ პრიორიტეტებს, მათ შორის დევნილებს.