ფრაქცია „ევროპულმა-საქართველომ“ საკუთარი მეთოდოლოგიით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ხუთი კანდიდატი შეაფასა.
საუბარია კანდიდატებზე, რომელთაც გასულ კვირას პარლამენტში მოუსმინეს. ფრაქცია მათ სამი კრიტერიუმის – კომპეტენციის, კეთილსინდისიერებისა და ზოგადი განათლების მიხედვით აფასებს.
როგორც ირკვევა, ხუთი კანდიდატიდან „ევროპული საქართველოს“ რჩეული თამარ ზამბახიძეა.