„ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი ადგილობრივებს შეხვდა
ადგილობრივებთან შეხვედრებს განაგრძობს „ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატი. აჰმედ იმაკულიევი დილიდან სოფელ ყიზილაჯლოში იმყოფება. საუბარი შეეხო სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. მერობის კანდიდატმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.