„ევროპული საქართველოს” ლიდერებმა მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები გააცნეს
პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა დღეს მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები გააცნეს. რიგგარეშე ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ გიგი უგულავა ხონის და ვანის მაჟორიტარული ოლქის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს. პოლიტსაბჭოს კი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.
ყრილობის წევრებმა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც დაამტკიცეს.