სოფელ მეორე ქესალოში ჩავიდნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და პარტიის მერობის კანდიდატი მარნეულში.
დავით ბაქრაძემ და აჰმედ იმამკულიევმა მოსახლეობის პრობლემების შესახებ მოისმინეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს დღემდე არ აქვს ბუნებრივი აირი. საკითხის მოსაგვარებლად თანხა მოსახლეობამ თავად შეკრიბა, გაიყვანეს მილებიც, მაგრამ გაზი დღემდე არ არის გაშვებული.
სოფელ მეორე ქესალოს მცხოვრებლები სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემაზეც საუბრობენ.