პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა საწვავის ფასის დაანონსებულ ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ფასების ზრდაზე მოსახლეობამ ბრაზი არა კერძო სექტორის მიმართ, არამედ ხელისუფლებისკენ უნდა მიმართოს. მისი თქმით, აქციზის სრულად გაუქმებით საწვავის ფასი მყისიერად 40 თეთრით შემცირდება.