„ევროპული საქართველო“ სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე საუბრობს. სერგო რატიანის ინფორმაციით, დღეს სრულდება გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის ტენდერი. მისივე თქმით, სამინისტრომ კანონში, სკოლის საბაზო საფეხურის კლასების ცვლილების გარეშე, კანონდარღვევით გამოაცხადა და ჩაატარა პროცესი, რისთვისაც არაერთი მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან.