„ევროპული საქართველო“ მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენისკენ მოუწოდებს. როგორც გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ ევროკავშირმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ევროკავშირში კარანტინის გარეშე შესვლა შეუძლიათ, მათ შორის არის საქართველოც. ევროკავშირის ამ ნაბიჯს, კანდელაკი დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკური ზიანი მიაყენოს. „ ევროპული საქართველო“ მთავრობას მიმართავს საჰაერო სივრცე ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის მაინც გაიხსნას, სადაც კარგი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.