ფრაქცია„ევროპული საქართველო“ საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.
დეპუტატების განცხადებით, მაშინ როდესაც მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება და მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა კვლავ ძალაშია, საკრებულოს სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.
ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ პარტიის სრული შემადგენლობა აქციაზე იქნება და შესაბამისად დღეიდან სხდომებს არ დაესწრებიან.