„ევროპული საქართველოს“ განცხადება ირაკლი ქორიძის საქმეზე

ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული ირაკლი ქორიძის საქმესა და მის შეწყალებაზე ისაუბრეს „ევროპულ საქართვლოში“. კონკრეტულად კი 2013 წელზე, როდესაც ირაკლი ქორიძე ასევე ნარკოდანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული, თუმცა მან მაშინ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.

შეწყალებას კი წინ უსწრებდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან გაგზავნილი წერილიც. სერგი კაპანაძის თქმით, მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები არ სწორდება. „ევროპული საქართვლოს“ წევრმა, “ქართული ოცნების” უმრავლესობა და პრეზიდენტი კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით ნეპოტიზმში დაადანაშაულა.

ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ეკა ბესელიამ, რომელიც 2013 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სწორედ მისი ხელმოწერით გაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილი ირაკლი ქორიძის საქმესთან დაკავშირებით.