„ევროპული საქართველო“ ეროვნული ვალუტის კურსის რყევებში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს. გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანას არ ჰქონდა ეკონომიკური გეგმა, რომელიც დღეს არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდებოდა. პარტიაში ამბობენ, რომ ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით დააზარალა ის მოქალაქეები, რომლებსაც საბანკო ვალდებულებები აქვთ.
„ევროპული საქართველო„ ხელისუფლებას კრიზისთან გამკლავების საკუთარ გეგმას სთავაზობს, რომელიც ტურიზმის სექტორის ხელშეწყობას, გადასახადებისა და საწვავის აქციზის შემცირებასა და საპროცენტო განაკვეთების დაწევას მოიცავს.