„ევროპული საქართველო“კომპანია „რაინეარის“ საქართველოში შემოსვლას დადებითად აფასებს.
გიორგი კანდელაკის თქმით, „რაინეარს“ საქართველოში ფრენები 2013 წელს უნდა დაეწყო, თუმცა ქუთაისის აეროპორტის გაფართოებითი სამუშაოები გაჭიანურდა. კანდელაკის თქმით, „რაინეარის“ რეისების დანიშვნა და ევროპელი ტურისტების მოზიდვისკენ მუშაობა დასავლეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნახტომია.