პარტია „ევროპული საქართველო“ უახლოეს მომავალში საპენსიო რეფორმას წარადგენს, რომელიც პენსიის გაზრდას ითვალისწინებს. გათვალისწინებული იქნება ნებაყოფლობით დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლაც. ამ თემებზე ესაუბრა დავით ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ გურძემში მცხოვრებ პენსიონრებს, რომლებიც მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი პენსიონრებს სოფელ გურძემში, ვახტანგ გულორდავას ოჯახში შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.