„ევროპული საქართველო“ „რაინეართან“ ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ „რაინეართან“ ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. გიორგი კანდელაკის თქმით, ქვეყანამ უნდა იზრუნოს ევროპელი ტურისტების მოზიდვაზე. მისი თქმით, კომპანია „რაინეარს“ ფრენა 2013 წელს უნდა დაეწყო, თუმცა კონტრაქტზე ხელის მოწერა საქართველოს ხელისუფლებამ გააჭიანურა. ოპოზიციის განმარტებით, რუს ტურისტებზე მეტ თანხას ქვეყანაში ევროპელი ტურისტები ხარჯავენ.