„ევროპული საქართველო“ პარლამენტში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის ინიციატივას დაარეგისტრირებს

ევროპული საქართველოს ინიციატივით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ უნდა შეიქმნას, რომლის მიხედვითაც, სანქციები უნდა შეეხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილები.

რეზოლუციის პროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის დამატებითი ბერკეტი, რომელსაც დამნაშავეების წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ევროპულ საქართველოში მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგის იმედი აქვთ და კონსულტაციებისთვის პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს იბარებენ.