„ევროპული საქართველო“ პარლამენტში კობა გვენეტაძეს იბარებს

პარტია „ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს იბარებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაწესებულ საბანკო რეგულაციებზე ანგარიში უნდა წარადგინოს, რომელიც მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის.

დეპუტატის თქმით, კობა გვენეტაძე ანგარიშით კომიტეტის ფორმატში უნდა წარდგეს.