„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ახალ საბანკო რეგულაციებზე და მის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჭარბვალიანობა მძიმე პრობლემა იყო, თუმცა ახალი რეგულაციების შედეგად მკვეთრად შემცირებულია საყოფაცხოვრებო მაღაზიების ბრუნვა და ისინი დახურვის პირას არიან.
დეპუტატის განცხადებით, ახალი რეგულაციების შედეგად ყველა მსხვილი სამშენებლო კომპანია მშენებლობის შეჩერების რისკის წინაშე დადგა.