ევროპული საქართველო განათლების ახალ მინისტრს მიმართავს და სამ პრობლემურ მიმართულებაზე მის რეაგირებს ელის.
როგორც პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, განათლების სამინიტრომ ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ სერტიფიცირებულ პედაგოგთა ნაწილი შესაბამის ანაზღაურებას იღებდეს, გარდა ამისა, ევროპული საქართველოს აზრით, უნდა შეიცვალოს სტუდენტთა დაფინანსების წესი, რომელიც მათი განცხადებით, ამ ეტაპზე უსამართლოა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც პარტია ყურადღებას ამახვილებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა მოგების გადასახადისგან გათავისუფლებაა.