მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამ ეტაპისთვის „ისფედთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს.
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ისფედის“ მხრიდან ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, თავის დროზე პარლამენტის საბოტაჟის მთავარ საყრდენად იქცა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის გაუგებარია ამერიკის საელჩოს განცხადებაც, რომელშიც „ისფედი“ სანდო და მიუკერძოებელ ორგანიზაციადაა მოხსენიებული. მისი თქმით, ორგანიზაცია დღესაც პოლიტიკურად მიკერძოებულია.